Site icon Civil.ge

ამერიკული ფირმები საქართველოს სოფლის მეურნეობით დაინტერესედნენ

15 ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი 15-19 მაისს სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ესტუმრა, იტყობინება ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში 19 მაისს.


სავაჭრო და საინვესტიციო მისიას, რომელიც ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო სასოფლო-სამეურნეო სამსახურმა დააფინანსა, გაყიდვების მთავარი მენეჯერი კერკ მილერი ხელმძღვანელობდა.


ვიზიტის ფარგლებში მისიის წევრებმა შეხვედრა გამართეს დაახლოებით 100 ქართველ ბიზნესმენთან. ზოგიერთმა კომპანიამ შეძლო ბიზნეს ურთიერთობების დამყარება თავის პოტენციურ პარტნიორებთან საქართველოში, იტყობინება ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)