რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი დენისოვის განცხადებით, სუამის სამიტს, რომელიც კიევში 22–23 მაისს ტარდება, მოსკოვი არ აღიქვამს, როგორც ანტირუსულს, მაგრამ კითხვები ჩნდება შავი ზღვის სივრცეში საერთაშორისო ორგანიზაციების მომრავლებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვეჩვენება, რომ აქცენტი იმ ორგანიზაციების მუშაობის გაუმჯობესებაზე უნდა გაკეთდეს, რომელთაც გარკვეული პოტენციალი უკვე დააგროვეს, თუმცა ვინმეს თუ უნდა რაღაც ახლის შექმნა, ეს მათი საქმეა და ჩვენ ამასთან არანაირი შეხება არ გვაქვს“, – იუწყება „რია ნოვოსტი“ ანდრეი დენისოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) წევრი სახელმწიფოების ლიდერების 23 მაისის გადაწყვეტილებით, 1997 წელს შექმნილი ამ გაერთიანების ბაზაზე ახალი რეგიონალური ორგანიზაცია “დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის – სუამი” დაფუძნდა, რომელიც არც რომელიმე ქვეყნის და არც ორგანიზაციის, კერძოდ დსთ–ს, წინააღმდეგ არ იქნება მიმართული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)