აშშ-ს საელჩომ საქართველოში 5 ივნისს განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიესალმება რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ შეხვედრას.
აშშ-ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)