Site icon Civil.ge

ოპოზიცია მიესალმა ომბუდსმენის მოხსენებას ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 5 ივნისს აღნიშნა, რომ ვითარება პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით “კატასტროფულია“.

მან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 27 მაისს მომხდარი ინციდენტის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა, რომლის დროსაც ქართველმა სამართალდამცავებმა ათობით ეთნიკური ოსი დააპატიმრეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


სუბარი სიტყვით გამოვიდა ოპოზიციური ფრაქციების “ახალი მემარჯვენეების“ და “დემოკრატიული ფრონტის“ დეპუტატების წინაშე და მათ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2005 წლის მეორე ნახევრის მონაცემების შესახებ მოხსენება წარუდგინა.


ოპოზიციონერი პარლამენტარები მიესალმნენ სუბარის მოხსენებას და მოსმენის შემდეგ აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში “მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“ თავისი საქმიანობა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)