Site icon Civil.ge

თბილისი იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ სემინარს უმასპინძლებს

9-10  ივნისს თბილისში გაიმართება საპარლამენტო სემინარი დსთ-ში ცეცხლსასროლი იარაღის და მსუბუქი შეიარაღების პრობლემის შესახებ. სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკურ-სამხედრო საქმეთა სამმართველოს იარაღის ამოღებისა და განადგურების ოფისის და ასევე თბილისში აშშ-ს საელჩოს ხელშეწყობით ჩატარდება.


პარლამენტარები მთელი მსოფლიოდან, ასევე გაეროს და ევროკომისიის წარმომადგენლები განიხილავენ დსთ-ს ფარგლებში მიღწეულ წარმატებებს და არსებულ გამოწვევებს ცეცხლსასროლი იარაღის და მსუბუქი შეიარაღების უკანონო ვაჭრობის თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და აღმოფხვრის შესახებ 2001 წელს გაეროს მიერ მიღებული სამოქმედო პროგრამის განხორციელების კუთხით.   


“მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ განიხილონ დსთ-ში და მის მეზობელ ქვეყნებში იარაღის უკანონო ვაჭრობის და ცეცხლსასროლი იარაღის/მსუბუქი შეიარაღების რეზერვების მართვისა და განადგურების საკითხი“, – ნათქვამია აშშ-სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)