დღეს, ქართული მხარის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა სანკტ-პეტერბურგში, 13 ივნისს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრის მზადების საკითხები და მოლაპარაკების შესაძლო თემები განიხილეს.
მაღალი დონის შესახვედრა პრეზიდენტებმა 3 ივნისს სატელეფონო საუბრის დროს შეათანხმეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)