Site icon Civil.ge

ლავროვი საქართველოს და უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 7 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის შესაძლო გაწევრიანება ნატოში გამოიწვევს “კოლოსალულ გეოპოლიტიკურ ძვრას“, იტყობინება “რია ნოვოსტი“ და “ინტერფაქსი“.


“ჩვენ განვიხილავთ ამგვარი ნაბიჯის შესაძლო შედეგებს, პირველ რიგში, უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ეკონომიკური ინტერესების და ამ ქვეყნებთან ურთiერთობების ინტერესების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)