ქართველმა სამართალდამცველებმა 7 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის ინსტიტუტის ხუთი აქტივისტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მათ რუსთაველის გამზირზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
საპატრულო პოლიციამ მას შემდეგ დააკავა აქტივისტები, რაც ისინი ქუჩაზე დაწვნენ და გამზირის გადაკეტვას შეეცადნენ.
თანასწორობის ინსტიტუტის აქტივისტებმა ბოლო თვეების განმავლობაში პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.
დაკავებულ აქტივისტებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)