Site icon Civil.ge

პარლამენტმა ორი ახალი ელჩი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა გელა ჩარკვიანის დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, აგრეთვე ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად  დანიშვნას.


პრეზიდენტის ყოფილმა პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა ამ თანამდებობაზე ამირან კავაძე შეცვალა, რომელსაც პარლამენტმა დღესვე უყარა კენჭი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)