Site icon Civil.ge

მოსკოვში სააკაშვილი–პუტინის შეხვედრისგან პოზიტიურ იმპულსს ელიან

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის სერგეი პრიხოდკოს განცხადებით, მოსკოვში ელიან, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებით 13 ივნისს სანკტ–პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა პოზიტიურ იმპულსს შესძენს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას.


“და მიგვიყვანს ამ სფეროში არსებითი ნაბიჯების გადადგმასთან“, – დასძენს პრიხოდკო “ინტერფაქს“–თან საუბარში.


მისი თქმით, ჯერ–ჯერობით მაღალი დონის შეხვედრაზე რაიმე სახის დოკუმენტის ხელმოწერა არ იგეგმება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)