Site icon Civil.ge

საქართველო რუსეთთან საზღვარს აძლიერებს

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი იტყობინება, რომ ზაფხულის პერიოდში რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების დაცვას აძლიერებს.


შესაბამისი ოპერაცია  – “საფარი 2006“ – გაზაფხულის მიწურულს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოეთ მონაკვეთზე უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს დამატებითი სექტორები.


25 ივნისამდე დაგეგმილია კიდევ 8 სასაზღვრო სექტორისა და 10 სასაზღვრო პოსტის გახსნა, რომლებიც ზამთრის პერიოდამდე იფუნქციონირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)