Site icon Civil.ge

მოსკოვის მერია აფხაზეთს დახმარებას უწევს

მოსკოვის მერიამ თვითგამოცხადებული აფხაზეთის წარმომადგენლობის მშენებლობისთვის მოსკოვში სადოვოე კალცოს მიდამოებში მიწის ნაკვეთი გამოყო, იუწყება 9 ივნისს “აფსნიპრესი” მოსკოვის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის გიორგი მურადოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


მურადოვმა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ–მინისტრთან ალექსანდრე ანქვაბთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვის მერია აპირებს ააშენოს “მოსკოვის კულტურული და ბიზნესცენტრი“ სოხუმში.


მურადოვმა აღნიშნა, რომ ბიზნესცენტრის მშენებლობას ასევე პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.


“კარგად არის ცნობილი, რომ აფხაზეთს დახმარებას უწევს არა მხოლოდ მოსკოვის მერია, არამედ ეს დახმარება მოდის ასევე ფედერალური დონიდან“, – განაცხადა მურადოვმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)