Site icon Civil.ge

ომბუდსმენი ციხის ინციდენტის გამოძიების შედეგებს “სკანდალურს“ უწოდებს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 11 ივნისს განაცხადა, რომ 27 მარტს თბილისის მე-5 საპყრობილეში მომხდარ ბუნტში, რომლის აღკვეთის დროსაც შვიდი პატიმარი დაიღუპა, ციხის ადმინისტრაციაა დამნაშავე.


“მე მოვისმინე ბაჩო ახალაიას [პენიტენციალური სისტემის უფროსის] პოზიცია ციხეში განვითარებული მოვლენების შესახებ და ასევე მოვისმინე ბევრი პატიმრის ჩვენებები და მაქვს საფუძველი, რომ პატიმრებს უფრო დავუჯერო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა 11 ივნისს ტელეკომპანია “იმედის“ თოქშოუში. 


მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ინციდენტის “ალტერნატიულ გამოძიებას“ აწარმოებს, რომლის “დასკვნები, ვფიქრობ, დაახლოებით ერთ კვირაში გამოქვეყნდება.“


“დასკვნა კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი გახდება“, – დასძინა სუბარმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)