პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი ინიციატივა გაახმოვანა მოსამართლეების თანამდებობებზე უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს.
“ყველა ახალი მოსამართლე, რომელიც დაინიშნება, დაინიშნოს უვადოდ და არა 10 წლით… ვინც გადაინიშნება, ისიც უნდა გადაინიშნოს უვადოდ“, – განაცხადა 10 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახალი შენობის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, 10 წლით მოსამართლეთა დანიშვნა “გარდამავალი ეტაპის გადაწყვეტილება“ იყო.
სასამართლო სისიტემის რეფორმის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80 მოსამართლე იქნა დანიშნული, თუმცა მოსამართლეთა კორპუსის მთლიანად შესავსებად უახლოეს მომავალში კონკურსები კვლავ გაგრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)