14 ივნისს სოხუმში დაგეგმილი სეპარატისტთა ლიდერების სამიტის მომზადების მიზნით დღეს სოხუმში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის – დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი შამბას, მურად ჯიოევის და ვალერი ლიცკაის შეხვედრა მიმდინარეობს.
“აფსნიპრესის“ ცნობით, 13 ივნისს სამი თვითგამოცხადებული რეგიონის ლიდერი სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითი და იგორ სმირნოვი შეხვედრას გამართავენ, ხოლო 14 ივნისს სამიტის მსვლელობისას ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
ამ დოკუმენტის შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)