Site icon Civil.ge

საქართველოს ევროკომისიის დელეგაცია სტუმრობს

13-15 ივნისს საქართველოს ეწვევა ევროკომისიის დელეგაცია, სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და ევროპის თავისუფალი სავაჭრო სივრცის (EFTA) სამმართველოს უფროსის ნიკოლა ვერლეს ხელმძღვანელობით.

ეს ვიზიტი 16 მაისს თბილისში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის შემდეგ დაიგეგმა.


დაგეგმილი კონსულტაციების მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღვინისა და სპირტის პროდუქციით ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მომზადება.


საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული შეთანხმება დაარეგულირებს მხარეების მიერ ღვინის პროდუქციის გეოგრაფიულ აღნიშვნათა და ადგილწარმოშობის დასახელებათა ურთიერთაღიარებასა და დაცვას, რაც ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. ეს მოდელი შემდგომში შესაძლოა სხვა ქართულ ბრენდებზეც გავრცელდეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)