Site icon Civil.ge

ზურაბ ნოღაიდელი ჰავიერ სოლანას შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 14 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანას შეხვდება.


“შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას განხილულ იქნას ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები, ასევე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების კუთხით არსებული ვითარება. ისინი ასევე განიხილავენ ეუთოს დონორთა კონფერენციას სამხრეთ ოსეთზე, რომელიც ბრიუსელში იმავე დღეს იმართება“, – იტყობინება ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსამსახური.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)