Site icon Civil.ge

ქართული არმია ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებს

28 მაისიდან ორფოლოს პოლიგონზე ფართომასშტაბიანი წვრთნები მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში 8 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები 27 ივნისს ორფოლოს პოლიგონს ეწვივნენ, სადაც გაერთიანებული საველე სწავლება “კავკასიონი 2006“  მიმდინარეობს.