Site icon Civil.ge

გალში ქართულ–აფხაზური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება

დღეს გალში ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს პირველი  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.


აგრეთვე განიხილება მხარეების მიერ წამოჭრილი სხვა წინადადებები და იდეები, იტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.