Site icon Civil.ge

ბურჯანაძე ბრიუსელში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში იღებს მონაწილეობას

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 3–7 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში იღებს მონაწილეობას ბრიუსელში, სადაც 6–კაციან საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 1 ივლისს გაემგზავრა.


ბრიუსელში მიმდინარე სესიის მსვლელობისას იგეგმება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის არჩევა. არ არის გამორიცხული, რომ ამ თანამდებობაზე კენჭი იყაროს ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 2000 წლიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე– პრეზიდენტია. წინასწარი ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე 10–მდე პრეტენდენტი აცხადებს პრეტენზიას.


სესიაზე განიხილება ასევე საქართველოს დელეგაციის ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეფექტურობის ზრდას ეხება. პროექტი ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღების მოქნილი, გამჭვირვალე მექანიზმების შექმნას, ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულებაზე კონტროლს და ამ მიზნით ეუთოს აღმასრულებელ შტოებთან მჭიდრო თანამშრომლობას, კონფლიქტების დარეგულირების პროცესის ხელშეწყობას და სხვა პროცედურულ საკითხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)