Site icon Civil.ge

ადამიანის უფლებათა დამცველები გირგვლიანის საქმეზე სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გეგმავენ

ადამიანის უფლებათა დამცველები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გეგმავენ, სადაც მოსამართლეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სამართლიანი განაჩენის გამოტანისკენ მოუწოდებენ.


სასამართლო საბოლოო განაჩენს დღეს გამოიტანს. პროკურორმა უკვე მოითხოვა თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მთავარი ეჭვმიტანილისთვის და რვა-რვა წელი დანარჩენი სამი ეჭვმიტანილისთვის. ყველა მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები არიან.


სანდრო გირგვლიანის ნათესავებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა სასამართლო ტენდენციურობაში დაადანაშაულეს, რადგან, მათი თქმით, ყურადღების მიღმა დარჩა ის დეტალები, რასაც შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულში მონაწილეობა შეიძლება დაემტკიცებინა.


ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სავარაუდოდ, ასევე შეურთდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს გარეთ დღეს დაგეგმილ აქციას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)