სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ, რომელიც დღეს მოულოდნელად გამოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 6 ივლისს მოსამართლემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა, განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი “არაადექვატური” იყო.
“ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა განიხილოს ეს საკითხი და შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები მიიღოს, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ აქ [სასამართლოში] არის კრიზისის ნიშანი“, – განუცხადა ხაინდარავამ ჟურნალისტებს სასამართლოს შენობაში, სადაც “მიკერძოებული პროცესით“ განრისხებულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფს სასამართლოს დაცვასთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)