გაზეთი “კვირის პალიტრა“ 10 ივლისს იტყობინება, რომ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს სამი ჯარისკაცი დაიღუპა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა. “ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განუცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა “სივილ ჯორჯიას“.
“კვირის პალიტრის“ ცნობით, ერთი ჯარისკაცი მდინარის გადაკვეთის დროს დაიღუპა, მეორე ტყვიით მიყენებული ჭრილობას ემსხვერპლა, მესამე კი ტანკში მომხდარ შემთხვევას შეეწირა.
სამხედრო წვრთნებში “კავკასია-2006“, რომელიც 28 მაისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება, დაახლოებით 8 000 ქართველო სამხედრო მონაწილეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)