აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში საპრეზიდენტო დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება თეთრი სახლი.
დელეგაციას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჯეფრი სელი უხელმძღვანელებს.
ცერემონიაში, რომელიც თურქეთში 13 ივლისს იგეგმება, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)