რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოში ახალ ელჩად დანიშნა. კოვალენკომ ამ თანამდებობაზე ვლადიმერ ჩხიკვიშვილი შეცვალა.
ვიაჩესლავ კოვალენკო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე განყოფილების დირექტორი იყო. იგი საგარეო უწყებაში 1972 წლიდან მუშაობს, 1992-1997 და 1999-2003 წლებში კი ბელარუსში იყო წარგზავნილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)