რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა ვაგონებმა დღეს წალკის ტერიტორია დატოვეს. ამჯერად ეშელონი 15 თვითმავალი საარტილერიო დანადგარით (2F3) იყო დატვირთული, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
წალკიდან გასული ეშელონი აზერბაიჯანის გავლით რუსეთში გაემგზავრება.
რუსეთ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან რუსული ტექნიკის და შეიარაღების გატანა 2007 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)