Site icon Civil.ge

დენისოვმა და ანთაძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს

დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი დენისოვი თავის ქართველ კოლეგას მერაბ ანთაძეს შეხვდა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილა.


რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აღინიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში თბილისის მოქმედება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არასასურველ ფონს ქმნის.


“მოვუწოდეთ ქართულ მხარეს დაიკავოს უფრო კონსტრუქციული და რეალური პოზიცია, რაც საშუალებას მისცემს გამოიძებნოს გზები ორ ქვეყანას შორის პრობლემის მოსაგვარებლად“, – ნათქვმია 19 ივლისს რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური)