Site icon Civil.ge

ქართულმა მხარემ მოსკოვს კოდორის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ანდრეი დენისოვთან  სატელოფონო საუბრები გამართეს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა და კოდორის ხეობაში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია “მიმდინარეობს წარმატებით, გეგმის მიხედვით და ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი“. 

საგარეო უწყების ცნობით, საუბრისას გამოითქვა იმედი, რომ კოდორის ხეობაში წესრიგისა და კანონიერების განმტკიცება ხელს შეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის ფართომასშტაბიან პოლიტიკურ დარეგულირებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)