როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაგმო თბილისის გადაწყვეტილება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზემო კოდორის ხეობაში განთავსების თაობაზე და განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარს ამის თავიდან ასაცილებლად.
“[დე ფაქტო] პრეზიდენტთან [სერგეი ბაღაფშთან] შეხვედრაზე ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვახორციელოთ ნებისმიერ ქმედება, რათა თავიდან ავიცილოთ თბილისის ეს გადაწყვეტილება “აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმური მთავრობის“ კოდორში განთავსების თაობაზე“, – განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ “ინტერფაქსს“.
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება დიდი ხანია მოითხოვს თბილისისგან დაითხოვოს “ე.წ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)