Site icon Civil.ge

მეთიუ ბრაიზა საქართველოს სტუმრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა სამდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია, იტყობინება აშშ–ს საელჩო საქართველოში.


მეთიუ ბრაიზა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს და განიხილავს აშშ–ს მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს.

მეთიუ ბრაიზა ვიზიტს 1 აგვისტოს დაასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)