Site icon Civil.ge

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები კოდორის ხეობაში ჩავიდნენ

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია ხუთ ოფიციალურ პირთან ერთად დღეს კოდორის ხეობაში გაემგზავრა, განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ 31 ივლისს.


აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კოდორის ხეობაში განთავსების შესახებ. ამ ინიციტივით საქართველოს პრეზიდენტი 27 ივლისს მას შემდეგ გამოვიდა, რაც კოდორის ხეობაში ამბოხებულების წინააღმდეგ ხელისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა.


მჟავიას განცხადებით, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი ადგილზე შეისწავლის კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებას და მთავრობის იქ განთავსებისათვის საჭირო საკითხებს.


თემურ მჟავიას არ დაუკონკრეტებია, თუ როდიდან გადავა ლეგიტიმური მთავრობა კოდორში, რადგან “ეს სამუშაო პროცესია“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)