აზერბაიჯანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხალაფ ხალაფოვი და გიორგი მანჯგალაძე 3-4 აგვისტოს თბილისში ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხს განიხილავენ, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისია საქართველოში მარტში შეიქმნა. მას გიორგი მანჯგალაძე ხელმძღვანელობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)