დღეს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ვალერი ჩეჩელაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
შეხვედრისას საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვიაჩესლავ კოვალენკომ ელჩის პოსტზე ვლადიმერ ჩხიკვიშვილი შეცვალა, რომელსაც როტაციის ვადა ივნისში ამოეწურა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)