Site icon Civil.ge

რუსეთი მზად არის საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმაროს

რუსეთი მზად არის ადიგენის რაიონში ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში   ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გამოაგზავნოს.


გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა უკვე 500 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა.


საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინიტრო დათანხმდა თვითმფრინავი „ილიუშინ-76“ და ვერტმფრენი მი-26 გააგზავნოს საქართველოში, რომლებიც, შესაბამისად, 42 და 15 ტონა წყალს ჩაიტანენ ადგილზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“.


ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს თურქეთის მთავრობაც დაეხმარა ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებით.       


ხანძრის მიზეზად ცხელი ამინდი სახელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)