”რუსთავი 2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ორ დღეში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გადააყენებს, თუ არა ნიკა ტაბატაძეს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან, იუწყება ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემა ”კურიერი” 26 აგვისტოს საღამოს.
”კურიერის” 12 და 3 საათის გამოშვებები ეთერში არ გასულა იმის გამო, რომ ჟურნალისტები აპროტესტებდნენ ხალვაშის გადაწყვეტილებას ტაბატაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
”ამ დროისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს [ტელეკომპანიის მფლობელთან] და ამის გამო კურიერი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. პოსტზე რჩებიან რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი. გადაწყვეტილება მფლობელმა ორ დღეში უნდა მიიღოს,” – ნათქვამია ”კურიერის” მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)