Site icon Civil.ge

ოპოზიცია მმართველი პარტიის წინადადებას არ იღებს

ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა არ მიიღეს მმართველი პარტიის შემოთავაზება რომელსაც მერობის კანდიდატების დასახელების ლეგალური მხარე უნდა მოეწესრიგებინა.


რესპუბლიკელი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი და კონსერვატორი დეპუტატი კობა დავითაშვილი აპირებდნენ შესაბამისად ბათუმსა და თბილისში მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურების დასახელებას. თუმცა 28 აგვისტოს ორივე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ 5 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნამ მათ ამის შესაძლებლობა მოუსპო.


მაგრამ საქმე იმაშია, რომ მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრმა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს, საჭიროა რომ მას პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტოს. პარლამენტის პირველი სხდომა 12 სექტემბერს არის დანიშნული, ხოლო კანდიდატების წარგენის ბოლო ვადა ცენტრაურ საარჩენო კომისიაში 11 სექტმებერს იწურება. შესაბამისად დავითაშვილი და ბერძენიშვილი ვადებში ვერ ეტევიან.


პრობლემის მოსაგვარებლად 28 აგვისტოს დეპუტატმა მმართველი პარტიდან გიგა ბოკერიამ შესთავაზა ოპოზიციას, რომ დავითაშვილისთივს და ბერძენიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას პარლამენტის ბიურო დაიწყებს, რომლის სხდომაც პარლამენტის სესიის გახსნამდე ჩატარდება. იმავა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა დაადასტურა, რომ სცკ-ოსთვის საკმარისი იქნება პარლამენტის ბიუროს მიერ პროცედურის დაწყება.


თუმცა 29 აგვისტოს რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ პარლამენტის ბიურო არ არის უფლებამოსილი მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.


ანალოგიური განცხადება კონსერვატორმა კახა კუკავამაც გააკეთა. ”არ არსებობს პრეცენდენტი, როდესაც დეპუტატს უფლებამოსილებას პარლამენტის ბიურო უწყვეტს, ეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა,” – განაცხადა დეპუტატმა კუკავამ და იქვე დასძინა, რომ ჩალაგაშვილი არა კანონის, არამედ დეპუტატ გიგა ბოკერიას ინსტრუქციებით მოქმედებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)