ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ მისი პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებს თუ არა 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას დიდ წილად დამოკიდებული იქნება იმაზე განაცხადებს თუ არა ბადრი პატარკაციშვილი თანხმობას იყაროს კენჭი თბილისის მერის პოსტზე.
მისი თქმით ამას გარდა, არჩევნებში წარმატების მისაღწევად ასევე აუცილებელი ქნება სასურველი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაც.
”ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მონაწილეობისთვის არ მივიღებთ. გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება თუ ბადრი პატარკაციშვილი დათანხმდება იყაროს კენჭი. ამ დრეებში ბატონი ბადრი [ლონდონიდან] თბილისში დაბრუნდება და მასთან კონსულტაციებს განვაგრძობ… ამას გარდა აუცილებელი იქნება სასურველი ოპოზიციური კონფიგურაციის შექმნაც,” – განაცხადა დავით გამყრელიძემ 29 აგვისტოს თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციურმა პარტიებმა 7 სექტემბრამდე უნდა მოასწრონ შეთანხმება თუ რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რადგან კანონის თანახმად იმ პარტიებმა რომლებსაც ბლოკში გაერთიანება სურთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით არჩევნებამდე არა უგვიანეს 28 დღით ადრე უნდა მიმართონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)