Site icon Civil.ge

ევროკავშირი საქართველოს სამხედრო ხარჯების შემცირებას ურჩევს

ევროკომისიამ დაადასტურა 29 აგვისტოს, რომ აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და სომხეთთან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ ევროკავშირმა ასევე გააფრთხილა რეგიონის ქვეყნები, კერძოდ საქართველო და აზერბაიჯანი შეწყვიტოს თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა, იტყობინება ”რადიო თავისუფლება.”


სლოვენიაში გამართულ კონფერენციაზე 28 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯების ზრდა რეგიონში, რომელიც საჭიროებს განათლების, ჯანდაცვისა და მცირე ბიზნესში ინვესტიციებს, გაუმართლებელია.


მან ასევე მოუწოდა რეგიონის ქვეყნების ლიდერებს თავი შეიკავონ ”პროვოკაციული რიტორიკისგან,” რომელიც ხელს არ უწყობს კონფლიქტების მოგვარებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)