ტელეკომპანია “იმედის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონის საფეხბურთო კლუბის West Ham United-ის ყიდვას გეგმავს. თუმცა, დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდება.
პატარკაციშვილი თბილისის დინამოს საფეხბურთო კლუბის მფლობელია. გავრცელებული ინფორმაციით, მას გარკვეული ინტერესები ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბშიც – Corinthians – აქვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)