საქართველო–ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 9–14 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.
დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტ სააკაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან, იუსტიციის მინისტრთან გია ქავთარაძესთან. ასევე შეხვდება რუსეთის ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს და მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ევროკავშირის საპარლამენტი დელეგაცია 11 სექტემბერს ცხინვალს ეუთოს მისიის ორგანიზებით ეწვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)