13 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პარტიაში საქართველოს გზა განხეთქილებაა.
საქართველოს გზის ცაგერის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა ჩიქოვანმა “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ მან და სხვა აქტივისტებმა დატოვეს პარტია, რადგანაც მათ არ მოსწონთ ზურაბიშვილის მართვის სტილი.
ზურაბიშვილს კომენტარი ამ ინფორმაციაზე ჯერ არ გაუკეთებია. “განცხადებას მაშინ გავაკეთებ, როდესაც ჩემს პარტიულ სიას წარვადგენ“, – განუცხადა მან “სივილ ჯორჯიას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)