Site icon Civil.ge

ქართველი დეპუტატები „ჯაშუშების“ დაკავებაზე კომენტარს აკეთებენ

ქართველი დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან მიესალმნენ ჯაშუშობის ბრალდებით რუსი სამხედრო ოფიცრების დაკავებას და განაცხადეს, რომ ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის „აგრესიული ზრახვები“ საქართველოს მიმართ.


„რუსეთის ახორციელებს ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, კრიზისი გუშინ არ დაწყებულა – კრიზისი დაწყებულია მას შემდეგ, რაც რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 28 სექტემბერს.


„რუსეთის სპეცსამსახურები სამკაოდ აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე წლების განმავლობაში და საკმაოდ დიდ ზიანსაც აყენებდნენ ქართულ სახელმწიფოს. მაგრამ, ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენი სპეცსამსახურები თავის სიმაღლეზე დგანან, ბუნებრივია უცხოელ სპეცსამსახურებს ასეთი ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედებები ვეღარ გაუვათ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების რეაქციას რუსი ოფიცრების დაკავების შემდეგ „ისტერიული“ უწოდა.


„ეს განცხადებები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ჩვენ წარმოვადგენთ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებს ამ ადამიანების ბრალეულობას“, – განაცხადა თარგამაძემ.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადეს, რომ თბილისი რუსეთის პროვოცირებას ცდილობს და ამით რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ანტი-რუსულ პოზიციას ადასტურებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)