ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) ცნობით, საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად დაგვიანების გარეშე, დილის 8 საათზე გაიხსნა.
არჩევნების მსვლელობისას ცსკ-ს თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი რამდენიმე პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას, ხოლო არჩევნების პირველადი შედეგები შუაღამისთვის გახდება ცნობილი.
ორი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)