Site icon Civil.ge

ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა

6 ოქტომბერს ცხინვალში გამართულ საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის საერთაშორისო პროგრამის განხორციელება დაიწყო.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთის მხარეებმა, ასევე ეუთოს, ევროკომისიის და გაეროს წარმომადგენლებმა და ევროკავშირის, თურქეთის და აშშ-ს დიპლომატებმა.


შეხვედრას წინ უძღოდა ივნისში ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენცია, სადაც 10 მილიონი ევრო გამოიყო რეგიონში სოციალური და ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ პროექტებზე  სოციალური ინფრასტრუქტურის, გზების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და   ფინანსების სფეროებში.


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კარელ დე გუხტი მიესალმა პროგრამის დაწყებას და იმედი გამოთქვა, რომ ეს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას დაეხმარება.


“ახალი საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრა იმის ნიშანია, რომ მშვიდობა შეიძლება აღდგეს ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტის ზონაში და ხალხის ცხოვრების პერსპექტივები შესაძლოა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა გუხტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)