Site icon Civil.ge

თვითგამოცხადებული აფხაზეთი საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

ბიჭვინთაში 12 ოქტომბერს ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა, რომელშიც რუსი ბიზნესმენები და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, იტყობინება “აფსნიპრესი“.


“ჩვენ ეკონომიკური განვითარების პროცესების მიღმა არ უნდა დავრჩეთ… სწორედ ამ მიზეზის გამო, ჩვენ ვდილობთ შევქმნათ მაქსიმალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და შევთავაზოთ ხელსაყრელი პირობები უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ბიზნების განვითარებისთვის“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ფორუმის გახსნისას.


მისი თქმით, აფხაზეთი უნდა ჩაერთოს ეკონომიკურ თანამშრომლობაში არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის რეგიონებთან, არამედ შავი ზღვის რეგიონის სხვა სახელმწიფოებთანაც. 


“აფხაზეთის ტერიტორიას ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და რუსი ბიზნესმენები გვერდზე არ უნდა დადგნენ“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა სერგეი ბაბურინმა ფორუმზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)