საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის ნებისმიერი პროვოკაციებისთვის ზემო კოდორის ხეობაში.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ის დანაყოფები, რომლებიც ზემო კოდორის ხეობაში იმყოფებიან, არიან ყველანაირად მზად ნებისმიერი პროვოკაციისთვის. მთავარია რომ ავიცილოთ ნებისმიერი გართულება კოდორის ქვედა ხეობაში“, – განუცხადა კუდავამ ჟურნალისტებს.
იგი ასევე მიესალმა კოდორის ხეობის მონიტორინგს, რომელიც გაეროს დამკვირვებელთა მისიამ და რუსმა სამშვიდობოებმა განახორციელეს და მას “საკმაოდ წარმატებული“ უწოდა.
“მან [მონიტორინგმა] დაადასტურა, რომ თავდაცვის სამინისტროს შენაერთები იქ არ არიან განლაგებული“, – დასძინა კუდავამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)