რუსეთი კარგი პარტნიორი უნდა იყოს თავისი კლიენტებისთვის და ენერგორესურსების სანდო მომწოდებელი, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 3 ნოემბერს.
“გვჯერა, რომ საბაზრო ძალებმა უნდა განსაზღვრონ ფასების დონე. ამდენად, იმედი გვაქვს, რომ საქართველო და “გაზპრომი“ ფასზე შეთანხმდებიან“, – განაცხადა მან ვაშინგტონში გამართულ ბრიფინზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)