Site icon Civil.ge

“კომერსანტი“: პუტინი ალიევს “ანტი-ქართულ ალიანსში“ გაერთიანებას შესთავაზებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება დაარწმუნოს თავისი აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰამ ალიევი, რომელიც დღეს მოსკოვს ეწვევა, რომ “ანტი-ქართულ ალიანსში“ გაერთიანდეს, იტყობინება რუსული გაზეთი “კომერსანტი” 9 ნოემბერს.


“როგორც ჩანს, ერთიანი ფრონტის შექმნა საქართველოს წინააღმდეგ დსთ-ს ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სავარაუდოდ, განიხილება [პუტინის და ალიევის] შეხვედრის დროს იქნება ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანის მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ ენერგობლოკადაში“, – წერს “კომერსანტი”.


საქართველო ამჟამად აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს შაჰ-დენიზის უფრო იაფი გაზის შესყიდვის თაობაზე, ვიდრე ამას არსებული შეთანხმება ითვალისწინებს. შაჰ-დენიზის იაფი გაზის საშუალებით თბილისს სურს ძვირი რუსული გაზის მოხმარების წილი შეამციროს.


ალიევი მოსკოვს ბრიუსელიდან ეწვევა, სადაც მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, რადგანაც ბაქო “სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებს“ ორივე ქვეყანასთან.       
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)