გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გერნოთ ერლერი და საქართველოში გერმანიის ელჩი პატრისია ფლორი 15 ნოემბერს სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდნენ, იუწყება “აფსნიპრესი“.
ამავე ცნობით, გერნოთ ერლერმა, როგორც 2007 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების სწრაფ მოგვარებაში.
გერმანელი დიპლომატები ასევე დაინტერესდნენ კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარებით და მოლაპარაკებათა პროცესის განახლების პერსპექტივით.
ამავდროულად, “აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთს აშშ–ს საელჩოს წარმომადგენლებიც სტუმრობენ, რათა ადგილზე გაეცნონ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, რაც საქართველოს შესახებ აშშ–ს ყოველწლიურ მოხსენებაში აისახება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)