Site icon Civil.ge

თბილისის მერმა ოქრუაშვილის გადადგომას “იმპულსური“ ნაბიჯი უწოდა

დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ კომენტარი გაუკეთა ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილებას ეკონომიკის მინისტრის პოსტის დატოვების თაობაზე და განაცხადა, რომ ეს არის “ნაჩქარევი, გაუთვლელი და იმპულსური“ ნაბიჯი.


“მე ძალიან ვწუხვარ იმიტომ, რომ ჩვენ ერთად, მთელ გუნდს, მათ შორის ირაკლის ბევრი გამარჯვება გვესახებოდა წინ, მაგრამ საქართველო ამ გამარჯვებებს მაინც მიაღწევს, ამჯერად უკვე ირაკლის გარეშე“, – განუცხადა 18 ნოემბერს გიგი უგულავამ ჟურნალისტებს.


თავად ირაკლი ოქრუაშვილი მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე სავარაუდოდ დღეს, კიევიდან დაბრუნებისას გააკეთებს კომენტარს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)